კალაძე-წულუკიანის დაპირისპირება მძიმე ფაზაში გადადის - კულტურის მინისტრი შენობის ფასადს უკანონოდ აახლებს

07.07.22 12:31
კალაძე-წულუკიანის დაპირისპირება მძიმე ფაზაში გადადის - კულტურის მინისტრი შენობის ფასადს უკანონოდ აახლებს

თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს ფასადს იწუნებს და სარემონტო სამუშაოებს უკანონოდ იწყებს. აღსანიშნავია, რომ რემონტის წამოწყებაზე დედაქალქის მერს თანხმობა არ მიუცია და კულტურის მინისტრმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. 

ოპოზიცია მუნიციპალურ ინსპექციას მოუწოდებს, კულტურის სამინისტროს ისტორიული ფასადის უკანონო სარემონტო სამუშაოებზე მოკვლევა დაიწყოს.

ხელისუფლების ოპოენენტები ამბობენ, რომ კალაძე-წულუკიანის  დაპირისპირება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო,  მძიმე ფაზაში გადადის. 

შეიძლება წულუკიანს სურდეს, მისი სამინისტროს შენობის ფასადიუს გარემონტება, მაგრამ თავად უკვე რემონტს აღარ ექვემდებარება და ამას ადასტურებს ზუსტად ის, რომ უნებართვოდ მოინდომა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამისთვის აუცილებელია, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მიმდინარეობს თუ არა კულტურის სამინისტროს შენობაზე უკანონო სამშენებლო სამუშოაები და მიიღოს შესაბამისი ზომები, თუმცა, არ არის პირველი სემთხვევა და ალბათ არც ბოლო, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ხელს აფარებენ, - ამბობს საბა ბუაძე.

რა ბედი ეწევა კულტურის სამინისტროს ისტორიულ შენობას საბოლოოდ, უცნობია. ჯერჯერობით უცნობია ისიც,  დაიწყებს  თუ არა მუნიციპალური ინსპექცია იმის მოკვლევას, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს აღნიშნული შენობის ფასადის განახლება.