აქცია თემქაზე- მოსახლეობა უკანონო მშენებლობას აპროტესტებს
თბილისში, თემქის მეორე მიკრორაიონში, მოსახლეობამ უკანონო მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია გამართა. ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან კორპუსების იმ ადგილას აშენებას, სადაც წლების განმავლობაში სპროტული მოედნები იყო განლაგებული.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული ტერიტორია, 2005 -2006 წელს 1 ლარად გადაეცა ერთ-ერთ კომპანიას, რის შემდეგადაც არაერთხელ გასხვისდა. დღეს ის 6-მდე კომპანიის მფლობელობაშია, რომლებმაც გუშინ ტერიტორიის შემოსაზღვრა დაიწყეს.
მიუხედავად პროტესტისა და არაერთი მიმართვისა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი პასუხი არ ყოფილა, რის შემდეგაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვებას, რათა აღნიშნული ბრძანება ამ ტერიტორიაზე კორპუსების აშენების შესახებ გაუქმდეს და მოეწყოს, როგორც რეკრეაციული ზონა, ასევე სპორტული მოედნები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება. აქციის წევრები დაშლას არ აპირებენ და კარვებს შლიან, რათა ტერიტორიაზე ღამე გაათენონ.