ქვეყანაში კოვიდ პანდემის მეშვიდე ტალღა დაიწყო

07.07.22 20:47
ქვეყანაში კოვიდ პანდემის მეშვიდე ტალღა დაიწყო

ქვეყანაში კოვიდ პანდემის მეშვიდე ტალღა  დაიწყო. საგანგაშო რეალობაზე სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ. თუ ასე გაგრძელდა, მდგომარეობა აგვისტოში სავალალო იქნება.  

სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო  პანდემიის კიდევ ერთ ტალღას ისევ მოუმზადებელი ხვდება. ექსპერტების თქმით,  ჯანდაცვის სამინისტროს  შეეძლო დრო, როცა  კოვიდის შემთხვევები ძალიან შემცირებული იყო, სისტემის  გამართვაზე გამოეყენებინა.

სექტემბერში გვექნება ძალიან დიდი აფეთქება. სახელმწიფო აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ისევ არ გვყავდეს გარდაცვლილი ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა. - აცხადებს ექსპერტი, ვატო სურგულაძე. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე გასცემს რეკომენდაციებს დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარებასთან დაკავშირიებით. მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, გაიკეთონ მეოთხე ბუსტერი. ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება, რომელიც თავიდან აგვაცილებს შემოდგომაზე მოსალოდნელ დიდ კოვიდ აფეთქებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე კი  სადაც აცხადებენ, რომ თუ უცხოეთში არ მივიდივართ, ვაქცინის მეოთხე დაზა არ გვეკუთვნის. 

 

მსგავსი სიახლეები