პოლიციელს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშულებენ - რა მოხდა პანკისში

08.07.22 11:02
პოლიციელს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშულებენ - რა მოხდა პანკისში

უმძიმესი ფაქტი პანკისში - 49 წლის პანკისელი კაცის ოჯახი ეჭვობს, რომ ლექსო ჭოლიკაშვილს​ პოლიციელი კუთვნილი "პიკაპით" დაეჯახა და ადგილზე მიატოვა. მიღებული დაზიანებების გამო კი დაშავებული მეორე დღეს გარდაიცვალა.

სამართალდამცავის სავარაუდო დანაშაულის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც სოფელ საკობიანოდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ჭოლიკაშვილი შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. 

მამაკაცს ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. "პირველების" ინფორმაციით, ამოღებულ კადრებში  ჩანს, როგორ ეჯახება მსხვერპლს სავარაუდოდ პოლიციელი და როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს.

სოფელ საკობიანოში ამბობენ, რომ "პიკაპი" სავარაუდოდ, ძალოვანებს ეკუთვნით, პოლიცია კი კოლეგებს ხელს აფარებს.