შიმშილობის მე-11 დღე - პროტესტი უსინათლოთა კავშირში

08.07.22 12:18
შიმშილობის მე-11 დღე - პროტესტი უსინათლოთა კავშირში

ლეილა ვეფხვაძე, ცირა ვეფხვაძე და გიორგი ენუქაძე უსინათლოთა კავშირში უკვე 
მეათე დღეა რაც შიმშილობენ. მათ მთავარ მოთხოვნად კვლავ უკანონოდ გათვისუფლებული 11 თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება რჩება.

უსინათლოთა კავშირი მოშიმშილეებს დაჰპირდა, რომ 8 ადამიანს სამსახურში დააბრუნდებდა, თუმცა მოშიმშილეებს ეს პირობები არ აწყობთ და ამბობენ, რომ უნდა მოხდეს მათი დღეების ანაზღაურება, ასევე 13 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა. 

უსინათლოთა კავშირის აწ უკვე ყოფილი დირექტორი ცირა ვეფხვაძე ამბობს, რომ მისი მოხსნა სამსახურიდან არასამართლიანად მოხდა.

„მაბრალებდნენ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის შემოწირულობის თანხის მითვისებას. თუ მე მოვიტანდი ფინანსური პოლიციიდან საბუთს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ჩემს მიმართ არანაირი სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ აღმადგენდნენ, ისინი არ ელოდნენ, რომ ამ საბუთს ძალიან სწრაფად მივიღებდნენ. უარს ამბობენ ამაზე და იძახიან რომ გამოძება გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე არც კი აღძრულა“. - ამბობს ცირა ვეფხვაძე.
 

შეგახსენებთ, რომ 13 თანამშრომლის უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც მათ მხარი უკმაყოფილება გამოთქვეს ცირა ვეფხვაძის დირექტორის პოსტიდან გატავისუფლების გამო.