სააკაშვილს 2 წლიანი მკურნალობა სჭირდება და არის 20 % გამოჯანმრთელების შანსი - ჯიშკარიანი

08.07.22 13:30
სააკაშვილს 2 წლიანი მკურნალობა სჭირდება და არის 20 % გამოჯანმრთელების შანსი - ჯიშკარიანი

„ემპათიის“ დირექტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მძიმე პროგნოზსს აკეთებს. 

როგორც  მარიამ ჯიშკარიანმა "ტვ პირველს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს 2 წლიანი მკურნალობა სჭირდება და გამოჯანმრთელების 20 %- იანი შანსია.

„კრიტიკული მდგომარეობა არ არის. მას გაეწია გადაუდებელი ინტენსიურ თერაპიული ღონისძებები, რამაც დაასტაბილურა მდგომარეობა. თუმცა მკურნალობის მიზანს შეადგენს გამოჯანმრთელება ან მნიშვნელოვანი პროგრესი. მის მდგომარეობაში თუკი იქნებიოდა ადეკვატური მკურნალობა შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.

ამჟამად მიმდინარეობს "ვივამედში" კვლევები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მნიშნელოვანი გაუმჯობესება ან გამოჯანმრთელების გზაზერ დგას. 

აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ისეთ კლინიკაში, სადაც სამკურნალო-სარებილიტაციო ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მას სჭრიდება 2 წლიანი მკურნალობა და არის 20 % გამოჯანმრთელების შანსი“.  - ამბობს ჯიშკარიანი.