თბილისის მერია აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს სახლების ნგრევით ემუქრება
სოციალურად დაუცველები ისევ ნგრევის მოლოდინში არიან. აფრიკის დასახლებაში მშენებარე სახლების მეპატრონეებმა მერიისგან გაფრთხილება მიიღეს: თუ 5 დღის განმავლობაში ტერიტორიას არ დაცლიან, მათ მძიმე ტექნიკის მისვლითა და ნგრევით ემუქრებიან.
სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს კახა კალაძის გადაწყვეტილებით ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
შიშველი ხელებით დავიცავთ სიმწრით ნაშრომს - ამბობენ ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ სახლების დატოვებას.
გვითხრეს, ორშაბათს სახლები დაინგრევა. რომელ სახლსაც სახურავი არ აქვს, უნდა დაინგრესო. თუ მე იმის ფული არ მაქვს, სახურავი დაახურო, ამის გამო უნდა დამინგრიოთ სახლი?
ქირით გადაგიყვანთო. 6 თვით მაცხოვრებენ ქირით და მერე მეტყვის, წადი! სად უნდა წავიდე? უსახლკაროდ, გარეთ უნდა ვიცხოვრო? პატარა ბავშვებთან ერთად გარეთ როგორ ვიცხოვრო? - აცხადებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა.