სააკაშვილს "ვივამედში" დამატებითი კვლევები დაუნიშნეს - სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო
დაპატიმრებული პრეზიდენტის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო - „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები დაუნიშნეს. შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო.
კლინიკაში ცოტა ხნის მივიდა პრეზიდენტის დედა. გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა.
მდგომარეობა იგივეა. ისევ რჩება ის პრობლემები. სისუსტე ისევ აქვს, ნორმალურად ვერ მოძრაობას, სულ წევს. გამოსავალი არის ნორმალური გამოკვლევები, რომელიც არ ჩატარეგბულა. ახლა გაჟრერდა რომ დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს. ე.ი. არ ჩატარებია არა? როგორც ჩანს სწორია ის აზრი, რომელიც არაერთ ექიმს ჰქონდა. სწორი იქნება მისი აქედან გაყვანა და შესაფერის კლინიკაშ მოთავსება“. - ამბობს ალასანია.