თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა

08.07.22 17:10
თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა

საზარელი დანაშაული თბილისში - 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა. შსს-ს ცნობით დაკავებულმა 58 წლის ქალს  ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები