სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დამატებით გამოკვლევებს - ოთარ თოიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში სამედიცინო ექსპერტებმა მოინახულეს. ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა არასტაბილურია.
მდგომარეობა არასტაბიკურია, შესაბამისად ეს მოითხოვს დამატებით გამოკვლევებს. სწორედ გამოკვლევებზეა მიბმული მკურნალობის ტაქტიკის საკითხები. რამდენხანს გაგრძელდება ეს, ამაზე პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არ იქნება ერთი ან ორო კვირა. აქ საუბარია თვეებზე, რომელიც პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაატაროს"- თქვა მედიკოსმა.