ქართველები რუსი ოკუპანტების სამსახურში - სკანდალური ინფრმაცია უკრაინიდან

08.07.22 20:29
ქართველები რუსი ოკუპანტების სამსახურში - სკანდალური ინფრმაცია უკრაინიდან

ქართველები კრემლის საოკუპაციო ჯარების შემადგენლობაში - უკრაინაში რუსი ოკუპანტების 10 კაციანი სადაზვერვო ბატალიონის განეიტრალების შემდეგ  აღმოჩნდა, რომ მტრის გარდაცვლილი 10 სამხედროდან ორი ქართველი იყო. ერთ-ერთს კი თან ჰქონდა საბუთები, საიდანაც მისი ვინაობა დადგინა. ის ნუკრი ნუკრი შველიძეა, ეროვნებით ქართველი.

,,პირველებმა" დაადგინა, რომ ნუკრი შველიძე  თბილისში მამასთან ერთად თემქაზე ცხოვრობდა. თუმცა, მეზობლები შველიძეებს არ იცნობენ.

ნუკრი შველიძე რუსეთში ერთი თვის წინ წავიდა. მას გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჰქონდა დადებული, ამიტომაც არ ჰქონდა უფლება, ვინმეს დაკონტაქტებოდა, მათ შორის, არც ოჯახის წევრებს.

ვიდრე ქართველებს ოკუპანტი ქვეყანა ომის ზონაში საომრად წაიყვანდა, მანამდე სამხედროები კოვიდ საწინააღდეგო ვაქცინებით აცრეს. ამ ცნობას იუგინსკის საქალაქო საავადმყოფო გასცემს.  აცრილი ქართველი ჯარისკაცი საკონტაქტო პირებად ბიძას, მამასა და ძმას უთითებს.  გარდაცვლილი ნუკრი შველიძის ბიძა ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი რუსეთში ერთი თვის წინ საქართველოდან ჩავიდა. ვინ წაიყვანა საომრად უკრაინაში, ოჯახს ინფორმაცია არ აქვს.

უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შველიძე გასამრჯელოსაც იღებდა. ვინ გადაიბირა და წაიყვანა ქართველი მეომარი რუსეთში, უცნობია, თუმცა არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოსკოვი აქტიურად მუშაობს საქართველოში მებრძოლების შესაგროვებლად, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენონ.  ,,ლიგა" - ასე ეწოდება ათკაციან დაჯგუფებას, რომელშიც ქართველებთან ერთად რუსი მებრძოლებიც შედიან.

ნუკრი შველიძესთან ერთად ბოლო სპეცოპერაციის დროს დაიღუპა მისი ეროვნებით ქართველი თანამებრძოლიც, თუმცა ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.