ქმარმა მძინარე ცოლს ჩაქუჩი ჩაარტყა - "პირველებმა" თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გაარკვია

08.07.22 20:22
ქმარმა მძინარე ცოლს ჩაქუჩი ჩაარტყა - "პირველებმა" თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გაარკვია

ქმარმა მძინარე ცოლს ჩაქუჩი ჩაარტყა - "პირველებმა" თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გაარკვია.

ქმარმა მეუღლეს ერთადერთი სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიაყენა. მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. 

მოკლული დედა შვილმა ნახა, რომელმაც ჯერ ძმას, შემდეგ კი პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ. 

ჩემი კლასელის დედა და მამაა. ძალიან მაგარი ხალხი და ეგეთი რამე არ გამიგია, ოჯახში რომ ...

ჭიანჭველას არ დააბიჯებდა ფეხს, ისეთი კაცი იყო. რა მოუვიდა, აზრზე არ ვარ. იძახიან, ეძინაო ცოლსო და ჩაქუჩი ჩაარტყაო, ისე მოკლაო.

სახლში იყო გოგო, ჩემი კლასელი, მათი შვილი. ახლა გადაყვანილი არიან. მეორე შვილი აქ არ ცხოვრობს, გოგო შეესწრო მკვლელობის ამბავს - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

პოლიციამ 65 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, მას გაქცევა არც უცდია. ამჟამად ის წინასწარი დაკავების იზოლიატორში იმყოფება.