ზუგდიდში კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა

08.07.22 22:36
ზუგდიდში კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა

მკვლელობის მცდელობა ზუგდიდში - ქალაქის ცენტრში ყოფილი ქმარი ქალს დანით ხელში გამოეკიდა და მოკვლით ემუქრებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს თან მცირეწლოვანი შვილები ახლდა, რომლებიც ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

საბოლოოდ, მამაკაცის განეიტრალება სამართალდამცავებმა მოახერხეს და ის ადგილზე დააკავეს. განყოფილებაშია გადყვანოლი ქალიც. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.