უთქვამს, შენც დაისვენე ახლა და დედაშენმაცო - ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები
68 წლის მამაკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ცოლის მკვლელობაში მხილებული კაცი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჟონეთის 48-ში მცხოვრებ მეზობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ.
მათი თქმით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს ადგილი არასოდეს ჰქონია.
ძალიან წყნარი ოჯახი იყო, გარეთაც საერთოდ არ გამოდიოდნენ. ამბობდნენ ეძინა ცოლსო და ისე მოხდაო, ასე უთქვამს ქმარს შენც დაისვენე ეხლა, მეც და დედაშენმაცო“. – ამბობს მეზობელი.
ქალის ცხედარს რამდენიმე საათში ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენებენ.
სასტიკი მკვლელობა გუშინ ავლაბარში მოხდა. მეუღლე ქალს ჩაქუჩით შელაპარაკების დროს გაუსწორდა.
თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით ლამზირა ვარდიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლიანი თავდასხმის უშუალო თვითმხილველი ვარდიაშვილების შვილია, რომელიც სახლში იმყოფებოდა. არსებობს ჩვენებაც, რომელიც მამის წინააღმდეგ შვილებმა მისცეს. მან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა თუმცა ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.