მათრიეს, იძალადეს, რამდენჯერაც მოხვალ ასე მოგექცევით და დახმარებასც ვერ აიღებო - ხმაური სამგორის გამგეობაში
ხმაური სამგორის გამგეობაში - დახმარების სათხოვნელად მისული სოცილურად დაუცველი ქალი ძალდობის მსხვერლი გახდა.
ალბინა ვართანიანი ყვება, რომ გამგეობის შენობიდან ძალის გამოყენებით პატრულის თანამშრომლებმა გამოიყვანეს, რის შემდეგაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
დამცინიან, ძალადობენ, შვილი მყავს სახლში შშმ პირი, აღარ შემიძლია.
სოციალურად დაუცველი ვარ და სულ ჩხუბით და ძალადობით ხდება ნებისმიერი დახმარება. გამომათრიეს კაბინეტიდან. ეს გააკეტა პოლიციელმა, მეორე სართულიდან მათრიეს. აი ეს ხელი სულ ჩალურჯებული მაქვს ისე მტკივა. მერე სასწრაფო გამოვიძახე და გამაყუჩებელი გამიკეთეს. შვილი მყავს უპატრონოდ სახლში ინსულინდამოკიდებული. რამდენჯერაც მოხვალ ასე მოგექცევით და დახმარებასც ვერ აიღებ ამის მერეო, ასე მითხრეს“ - ამბობს „პირველებთან“ საუბარში ალბინა ვართანიანი.