საქართველო კოვიდ-აფეთქების მოლოდინში - ეპიდემიოლოგები მე-7 ტალღის დაწყებას ანონსებენ

09.07.22 15:30
საქართველო კოვიდ-აფეთქების მოლოდინში - ეპიდემიოლოგები მე-7 ტალღის დაწყებას ანონსებენ

ეპიდემიოლოგები საქართველოში მე-7 ტალღის დაწყებას ანონსებენ. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ რთულდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში ახალი შტამების ცირკულირებამ განაპირობა:

„ჩვენს კლინიკაში ავადობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება, სტაციონრში ავადმყოფების რაოდენობა ბევრია, მაგრა,მ გადატვირთული არ არის. თანხმლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები“. - ამბობს ექიმი.

5 ივლისის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2 500-ს გადააჭარბა.

ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის შეჩერებას ასახელებენ და ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი აცრაა.