ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? - მეუფე იაკობის ანტიევროპული ქადაგება ამბიონიდან
ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? - ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ანტდასავლური ქადაგებით გამოჩნდა. მაღალი იერარქი 15 წუთის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ "საქართველოს არავისთვის არაფერი აქვს შესახვეწი".
სასულიერო პირი ამბიონიდან აცხადებდა, რომ "ევროპა საქართველოს არაფერში დახმარებია და არც ახლა ეხმარება".
ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა,რომ ევროპა ჩვენ ვერ შეგვარიგებს და შერიგება ეკლესიაში უნდა მოხდეს.
ევროპამ ჩვენგან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა, ჩვენ არ ვიცით ხოლმე არავის მიტოვება. 2008 წელი, იქაც მიგვატოვეს და ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? ჩვენი ერი უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. რატომ უნდა შევცვალოთ კანონები? ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ. რა იციან ევროპელებმა 12 მჭირედება თუ 25 მჭირდება, შეიძლება 3 მჭირდება. დღეს რო ასე მექცევი, რომ შემოხვალ მერე უფრო ცუდად მომექცევი ხო?
მაკრონს რაც არ უნდა ეთქვა, მანამდე სიტყვა-სიტყვით ვთქვი, იმიტომ რომ ვიცი ტყუილი რითი უნდა გაემართლებინა. არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს. დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. მე რომ ჩემი ქვეყნის სახელით გელაპარაკები, კეთილი უნდა ინებო და როგორც თანასწორი თანასწორს ისე უნდა მელაპარაკო. რამდენი ხანია ვიძახი, მოდით ეკლესიაში და შერიგება ეკლესიაში მოხდებათქო. ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგოს. ან იმათმა როგორ უნდა გვირჩიონ, თუ ჩვენ აქ ერთმანეთი ვერ ავიტანეთ. რომელ ევროპაზეა ლაპარაკი“. - განაცხადა მეუფე იაკობმა.