სასტიკი მკვლელობა ახალდაბაში - 50 წლამდე კაცი სანადირო თოფით მოჰკლეს

19.04.21 10:32
სასტიკი მკვლელობა  ახალდაბაში - 50 წლამდე კაცი სანადირო თოფით მოჰკლეს

სასტიკი მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში - "ტვ. პირველის" ინფორმაციით, 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოჰკლეს. 

მომხდარს სოფელში შურისძიებას უკავშირებენ. როგორც ტვ პირველმა გაარკვია, ნაცვლიშვილს ცოტა ხნის წინ ძმაც მოუკლეს. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული  მოკლულის მეზობელი წარსულში ნასამართლევი პირია. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.