ბავშვებით თრეფიქინგი თბილისში - უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები გაყიდეს

10.07.22 11:23
ბავშვებით თრეფიქინგი თბილისში - უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ,  არასრულწლოვნები გაყიდეს

ბავშვებით ვაჭრობა 21-ე საუკუნეში - უმძიმესი ამბავი თბილისში მოხდა. ორთაჭალაში რიგითი მოქალაქეები  არასრულწლოვნებით ვაჭრობის მოწმეები გახდნენ. ორი მოზარდი უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, ასევე, უცნობებს მიჰყიდეს.

ირკვევა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას შსს-ც ფლობდა. ამის მიუხედავად, მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამ დრომდე ამოღებული არ არის. არც ის არის ცნობილი, სად იმყოფებიან ახლა თრეფიქინგის მსხვერპლი მოზარდები.

საქმეში არსებობს იმ ავტომობილის ფოტოსურათებიც, რომელშიც არასრულწლოვნები ისხდნენ. 

მამაკაცები საუბრობდნენ, რომ აი, ბავშვის გასაცვლელად მოვიდნენო და ამიტომ მივაქციე ყურადღება. მანქანაში რომ შევიხედე, ქალბატონები ისხდნენ და ბავშვებზე ლაპარაკობდნენ. ბავშვი გადმოსვეს, ამ ბავშვმა ტირილი რომ დაიწყო, უკან შესვეს ეს ბავშვი და მერე უკვე რაღაცა მომენტებშ მე ვერ დავინახე, იმიტომ, რომ მანქანები მოძრაოდბნენ. აქედან გამომდინარე, ბავშვები ფიგურირებდნენ საქმეში, არასრულწლოვნები. ბავშვი, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო 5 წლამდე და ერთი ბავში ხელშ ეჭირათ. ეს იქნება კარგად დალაგებული, ორგანიზებული სქემა, - ამბობს თვითმხილველი. 

საქმეშ ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტია ჩართული. გომელაურის უწყებას საქმე 143 მუხლით აღძრა, რაც რაც არასწრულწლოვნებით ვაჭროაბს გულისხმობს.