მამაკაცი, რომლემაც მძინარე ცოლი ჩაქუჩით მოკლა, პატიმრობაში რჩება
მამაკაცი, რომლემაც მძინარე ცოლი ჩაქუჩით მოკლა, პატიმრობაში რჩება. 65 წის ზაქრო ვარდიაშვილს ბრალი უკვე წარუდგინეს. მას გამოძება უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკლელობას ედავება.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისიწინებს.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა 8 ივლისს ავლაბარში მოხდა. მეუღლე ქალს ჩაქუჩით შელაპარაკების დროს გაუსწორდა.
თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით ლამზირა ვარდიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლიანი თავდასხმის უშუალო თვითმხილველი ვარდიაშვილების შვილია, რომელიც სახლში იმყოფებოდა. არსებობს ჩვენებაც, რომელიც მამის წინააღმდეგ შვილებმა მისცეს. მან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა თუმცა ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.