თუმანიშვილის თეატრის მსახიობი სამხატვრო ხელმძღვანელს დისკრიმინაციაში ამხელს

10.07.22 11:53
თუმანიშვილის თეატრის მსახიობი სამხატვრო ხელმძღვანელს დისკრიმინაციაში ამხელს

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან მსახიობები მიდიან. აკაკი ხიდაშელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სავარაუდოდ, დისკრიმინაციაში ამხელს.

განცხადებაში, რომლითაც მსახიობი ივანე ხუციშვილს მიმართავს, პირდაპირ წერია, რომ გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, დასის წევრებს მიზერულ ხელფასებს აძლევდნენ, რასაც თეატრის საჭიროებით ხსნიდნენ. ამასთან, ზოგიერთ მსახიობებს ანაზრაურება მოემატათ.