უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - კახა გოგოლი პარტიზანულ დანაყოფში იბრძოდა

10.07.22 13:10
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - კახა გოგოლი პარტიზანულ დანაყოფში იბრძოდა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კახა გოგოლი რუსულ აგრესიას ლუგანსკის ოლქში შეეწირა. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

საქართველოს მოქალაქე პარტიზანების დანაყოფში იბრძოდა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში  თანამებრძოლები ავრცელებენ.

ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული საქართველოს საელჩო. გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები რამდენიმე საათში დაუწყება.

ამ წელს როგორც დაიწყო ომი, პირველი დღიდან აქ იმყოფება. უმაგრესი მებრძოლი, კარგი ადამიანი, უმაგრესი ქართველი იყო ქართველი პარტიზანების მებრძოლი. დაიღუპა ლუგანსკის ოლქში. საათნახევრის წინ გარდაიცვალა, - ამბობს გოგოლის თანამებრძოლი.

უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე ათობით ქართველი ჯარისკაცი შეეწირა.