ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. "ტვ პირველის" ოპერატორს და ჟურნალისტს რადიკალები თავს 5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისში დაესხნენ. გადამღები ჯგუფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ 50-მდე რადიკალი სასტიკად გაუსწორდა. მოძალადეებმა ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჩაუმტვრიეს. მას ასევე, მრავლობით დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულებს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ულტრამემარჯვენე აქციის ორგანიზატორებს დღემდე მფარველობს.
"ტვ პირველის" ოპერატორი "იუნესკომ" მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.