ხმაური გორში - მერიამ გარემოვაჭრეებს ქალაქის ცენტრში ვაჭრობა აუკრძალა

11.07.22 11:00
ხმაური გორში - მერიამ გარემოვაჭრეებს ქალაქის ცენტრში ვაჭრობა აუკრძალა

ხმაური გორში - მერიამ ქალაქში სავაჭრო დახლები აყარა, რამაც გარემოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, ადგილზე  სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

თვითდასაქმებულებს ქალაქის მერია  სავაჭროდ გარეუბანში გადასვლას სთავაზობს, თუმცა მოვაჭრეები ამის წინააღმდეგი არიან. ისინი გორის მერის, ლადო ხინჩეგაშვილის ბრძანების შესრულებას არ აპირებენ. 

70 ჩვენი მოვაჭრე საზღვარგარეთ არის წასული, რომ ვერაფერი გააკეთეს და ოჯახები ვერ შეინახეს და ყველას ხომ არ შეუძლია საზღვარგარეთ წავიდეს? ამ ქალისთვის, მაგალითად, ბევრჯერ 5 ლარი მე მიმიცია, რომ ვერაფერი უვაჭრია და ისე წასულა სახლში. არაფერს ვანაგვიანებთ, სულ 5 ადამიანი ვდგავართ აქ,- ამბობს გარემოვაჭრე. 

მოვაჭრეები გორის მერიასთან მივიდნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ლადო ხინჩეგაშვილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გახდა, ის თვალით აღარავის უნახავს.