კლინიკების ნაწილმა შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს

11.07.22 11:24
კლინიკების ნაწილმა შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს

კლინიკების ნაწილმა შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს. 130-ზე მეტი სამედიცინო დაწე-სებულება სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმებით უკმაყოფილოა და კონტრაქტიდან გასვლას ცდილობს. მიზეზი სამედიცინო მომსახურების ტარიფებია, რომლის გადახედვის მოთხოვნით კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს.

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო სექტორს DRG სისტემაზე გადასვლას დაპირდა. უნივერსალური სისტემა იძლევა საშუალებას, რომ  ტარიფები სახელმწიფოსტან ერთად თავად კლინიკებმაც დაადგინონ. დაპირების მიუხედავად, მედიკოსები უწყების პირობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. 

კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საყოველტაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმა ავტომატურად მათ დახურვას ნიშნავს. 

სამინისტროდან პასუხი გვაქვს, რომ მზად არიან რეანიმაციის ტარიფებზე ისაუბრონ, ისიც იმ პირობით, რომ შემოვა ახალი სტანდარტები და ვინც იმ ახალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, იმას გაუკეთებენ ინდექსაციას. კარდიოქირურგიას და კარდიოლოგიას ეს არ ეხება.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმა ავტომატურად, ჩემი აზრით, გამოიწვევს ბევრი კლინიკის დახურვას. არაადექვატური ტარიფები იქნება და ექთანს ხელფასს ვერ გადაუხდი, ექიმს ხელფასს ვერ გადაუხდი. ჩვენს უმცროს მედპერსონალს ხელფასი ისეთი სასაცილო აქვს, რომ სამარცხვინო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. სამწუხაროდ, ტარიფების არასწორი გათვლის გამო, ჩვენ ხელფასებს ვერ ვწვდებით, - ამბობს თბილისის გულის ცენტრის დირექტორი, არჩილ ჩუხრუკიძე. 

კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი სამედიცინო მასალის გაძვირებაზე საუბრობს, რომლის ყიდვასაც კლინიკებ, ფაქტობრივად, ვეღარ ახერხებენ.

უკვე წარმოუდგენელია ოპერირება და ფუნქციონირება და სახარჯი მასალის მიმართულებით დეფიციტია ევროპაშიც და ყველაფერი გაძვირდა ანუ ის ფასები, რაც იყო შარშან, შარშანწინ, დღეს უკვე 30%-ით გაძირებულია, - ამბობს სულხან ლომინაძე.

ტარიფების არგადახედვის შემთხვევაში მოქალაქეები აგვისტოდან ახალი რეალობის წინაშე აღმოჩდებიან, რაც იმას ნიშნავს, ის თანხები, რომელსაც აქამდე სახელმწიფო ფარავდა, მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან უნდა იხადოს.