თანხმობა მიღებულია - ისრაელი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს

11.07.22 11:18
თანხმობა მიღებულია - ისრაელი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს

ისრაელი თანახმაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს. ოფიციალური წერილი მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა უკვე მიიღეს. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონაცემები კიდევ 50 ქვეყანაშია გაგზავნილი.

NATO-ს წევრი რომელი ქვეყნის მედიკოსები ჩაერთვებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის ექსპერტიზაში კვირის ბოლომდე გაირკვევა. 

გაიგზავნა (მოწვევა) ისრაელში, "ნატოს" წევრ სახელმწიფოებში და აშშ-შია გაგზავნილი. საუბარია, 50 საექსპერტო ჯგუფზე. ისრაელმა თანხმობა უკვე გამოგვიცხადა. რამდენიმე წუთის წინ, აშშ-დან ერთი ექსპერტისგან მოგვივიდა თანხმობა"- აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

ადვოკატის თქმით, დრო არ ითმენს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მძიმეა.