მინდა, სააკაშვილს ვთხოვო... - იაგო ხვიჩიას მესამე პრეზიდენტთან შეხვედრა სურს
"გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას მესამე პრეზიდენტის მონახულება სურს - ოპოზიციონერი კლინიკა "ვივამედში" 12:30 საათზე მივა.
იაგო ხვიჩია "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან ის მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა.
ჩვენ პროცესი ისე უნდა დავიწყოთ, რომ ბოლოს, პროცესი ასე დადგეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ვინ უშლის ხელს და ამ კითხვაზე პასუხი იყოს "ქართული ოცნება", იმითი რომ ის არ ასრულებს იმ პირობებს, რაც ამისთვის აუცილებელია. დეპოლარიზაციის პრობლემა შეუძლებელია გადაიჭრას ამის გარეშე. ამაზე მინდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი და მინდა, ვთხოვო, რომ მისი აცერცეტებული მეგობრები და თანაგუნდელები, მისი სიით შესული ხალხი ცოტა დაწყნარდნენ"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.