ლექსო ლაშქარავას საქმე დარჩება ამ ხელისუფლების სირცხვილად - ნოდარ მელაძე
ლექსო ლაშქარავას საქმე დარჩება ამ ხელისუფლების სირცხვილად - ამის შესახებ "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს. მელაძე ზუსტად ერთი წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ხელისუფლებას ლაშქარავას ოჯახის წინააღმდეგ მორალური ტერორში ადანაშაულებს.
ჟურნალისტი დარმწუნებულია, რომ პასუხის აგებს ყველა, ვინც გარდაცვლილის ოჯახის და ტვ პირველის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას ეწეოდა.
ლექსო ლაშქარავას საქმე დარჩება ამ ხელისუფლების სირცხვილად იმის გამო, რასაც ზუსტად ერთი წლის წინ აკეთებდნენ. ზუსტად ერთი წლის წინ გაიტაცეს ლექსოს ცხედარი, ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო ხელისუფლებამ მკვდარი ოპერატორის წინააღდემგ ბინძური კამპანია და მორალური ტერორის ქვეშ აცხოვრა ჭირისუფალი. ლექსოს დედა, მეუღლე, ოჯახის წევრები, ნათესავები თან ლექსოსო გლოვობდნენ და თან უწევდათ იმ ბინრი კამპანიის მოგერიება, რომელიც ხელისუფლებამ გააჩაღა ტვ პირველის 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის წინააღმდეგ. ადრე თუ გვიან აუცილებლად პასუხს აგებენ ის ადამიანები, ვინც ამ ბინძური კამპანიის სათავეში იყო და ვინც ცდილობდა მორალური ტერორით მოეკლა ლექსოს ნათესავები, მეგობრები და დარტყმა მიეყენებინა ტელევიზიისთვის, - თქვა ნოდარ მელაძემ.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. "ტვ პირველის" ოპერატორს და ჟურნალისტს რადიკალები თავს 5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისში დაესხნენ. გადამღები ჯგუფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ 50-მდე რადიკალი სასტიკად გაუსწორდა. მოძალადეებმა ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჩაუმტვრიეს. მას ასევე, მრავლობით დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულებს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ულტრამემარჯვენე აქციის ორგანიზატორებს დღემდე მფარველობს.
"ტვ პირველის" ოპერატორი "იუნესკომ" მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.