ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება - ვინ ჩაერთვება პროცესებში

11.07.22 14:12
ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება - ვინ ჩაერთვება პროცესებში

პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრას მმართველი პარტიის წევრების გარდა ოპოზიციის ნაწილიც დაესწრება. 

ოლიგარქიული რეჟიმის მართულ პროცესებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ "ნაციონალური ოძრაობა" , "ლელო - საქართველოსთვის" და "სტრატეგია აღმაშენებელი". 

ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე ეჭვობს, რომ დეოლიგარქიზაციის გარეშე ნებისმიერი პროცესი, რომელსაც "ოცნება" დაიწყებს უშედეგოდ დასრულდება. 

პროცესების იმიტაციებში, რომელსაც დგამს ოლიგარქიული რეჟიმი, არასდროს მონაწილეობას არ მივიღებთ. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენს ხედვას, კანონი რეგისტრირებულია კომპლექსური რეფორმების პარლამენტში, რომელსაც წელავს „ქართული ოცნება“ განსახილველად. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს: სეეშვით ცრუ საქმეს. გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ, გაემიჯნეთ აშშ-ს ელჩზე, დასავლელ პარტნიორებზე შეტევას, - განაცხადა ვაშაძემ. 

რაც შეეხება "გირჩს" და "მოქალაქეებს", ორივე პარტია მზადაა სასაამართლო სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით იმუშაოს.

სასამართლოს ნაწილში არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რამე ეფექტიან ქმედებას განვახორციელებთ. ჩემი მიზანი დაკვირვებაა პროცესის, რომ ადამიანებს ვუთხრა რას ვაკეთებთ, როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას და შესაბამისად, მინდა მქონდეს ინფორმაცია, რომ მათ შორის, კრიტიკა, კვაიფიციურად შევძლო, - თქვა იაგო ხვიჩიამ.