გლდანის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტი რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა.
თორნიკე ჭეიშვილის ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი დღეს ჩამოიხრჩო.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
"რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.