თავდასხმა "ტვ პირველის" ჟურნალისტზე - მამუკა მდინარაძეს ეთიკის კომისიაში უჩივლეს
თავდასხმების სერია ჟურნალისტებზე -კოალიცია ,,მედიიის ადვოკატირებისთვის" სახალხო დამცველს, ასევე პარლამენტს კახი კალაძისა და მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებას სთხოვს.
საქმე ეხება 24 ივნისს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტს, როცა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა სახემ, მამუკა მდინარაძემ, ,,ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ არაეთიკური ლექსიკა გამოიყენა.
ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ფაქტის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა რამოდენიმე დარღვევა-პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა, დისკრიმინაციული მიმართვა, ამიტომ ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს, დაარღვია თუ არა მამუკა მდინარაძემ ეთიკის კოდექსი.
დღეს მივმართეთ საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, რადგან მოქმედმა პარლამენტარმა არ დაიცვა რეგლამენტი და მოქალაქესთან ურთიერთობის პროცესში მან გამოიყენა დისკრიმინაციული ფრაზა არაერთხელ.
მეორე საკითხი, რაც სახალხო დამცველს წარედგინება, ეხება ვიდეოს, რომელიც კახი კალაძემ გამოაქვეყნა. მან პირად გვერდზე ხელი შეუწყო დისკრიმიციას და სიძულვილის ენის წახალისებას ჟურნალისტის წინააღმდეგ.- აცხადებს ნათი კაპანაძე.
მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ,,ოცნების" ლიდერებმა უკვე წესად აქციეს მავნე პრაქტიკა, რომ არასასურველ კითხვებს თავს შეურაცხმყოფელი და არაეთიკური პასუხებით არიდებენ.