პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის საქმე - დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს
პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 4 პირი პატიმრობაში რჩება - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ დაკავებულები სამართალდამცავს სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა ახალგაზრდების წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულება ვიდეო კამერების ჩანაწერები არ დევს.
ბრალდებულები გომელაურის უწყების თანამშრომლებს საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ.
დაკავებულების ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ჩანაწერები პოლიციელებმა წაშალეს.