ფაშისტები არიან - პოლიციელების ცემის ბრალდებით დაკავებულების ოჯახი შსს-ს საქმის შეკერვაში ადანაშაულებს
პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმაში ბრალდებულების ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებათა განადგურებაში ადანაშაულებენ.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებას, რომელმაც ოთხივე დაკავებული პატიმრობაში გაუშვა, დარბაზის გარეთ მყოფი ახლობლების პროტესტი მოჰყვა.
სასამართლოში შეკრებილები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდებმა საერთოდ არ იცოდნენ ვის დაუპირისპირდნენ, რადგან 15-ივე პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო.
ეჭვებს აჩენს ისიც, რომ ინციდენტის ამსახველი კადრები წაშლილია.
ყველაფერი წაშალეს, ფაქტის ამსახველი კადრები არ არსებობს. არავინ იცოდა, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. არავინ მოუკლავს ჩემს შვილს" - აცხადებენ დაკავებულთა ახლობლები.
დაკავებულთა ახლობლების თქმით, მოსამართლეს შეეძლო დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გამოეშვა, რაც არ გააკეთა.
ფაშისტები არია, არ გავჩერდებით, პოლიციელები რომლებიც იტყუებიან უნდა დაისაჯონ"- განაცხადა კიდევ ერთი დაკავებულის დედამ.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ დაკავებულები სამართალდამცავს სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა ახალგაზრდების წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულება ვიდეო კამერების ჩანაწერები არ დევს.
ბრალდებულები გომელაურის უწყების თანამშრომლებს საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ. დაკავებულების ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ჩანაწერები პოლიციელებმა წაშალეს.
შემთხვევა 9 ივლისს, ვარკეთილში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, რესტორნიდან გამოსულ რამდენიმე მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ადგილზე ისნის პოლიცია, სამოქალაქო ფორმაში გამოცახადდა. საბოლოოდ, კი 4 პირი პოლიციელების ცემის ბრალდებით დააკავეს.