იმიტირებული გადადგომების სერია - ამერიკის მაგინებელთა რაზმი შესაძლოა, კიდევ შეივსოს
ამერიკის მაგინელებელთა რაზმი შესაძლოა, კიდევ შეივსოს. საუბარია ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილის ტრიოზე, რომელსაც გუშინ რეგიონებიდან რამდენიმე მაღალჩინოსანი შეუერთდა.
ანტიდასავლური პროექტის თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" ყველა რეგიონში მინიმუმ ერთი თანამდებობის პირი უნდა გამოყოს, ვინც ანტიამერიკულ კამპანიას სათავეში უკვე ცნობილ ტრიოსთან ერთად ჩაუდგება.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური თამაში მონაწილეები მითითებებს პარტიის ცენტრალური ოფიცისიდან იღებენ.
იმიტირებული ამბოხის კიდევ ერთი მონაწილე, გორის საკრებულოს წევრი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გოგინაშვილია. გოგონაშვილის განცხადებებიც დანარჩენი ამბოხებულების იდენტურია. ის თავს აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს ესხმის და ამბობს, რომ არავის მისცემს უფლებას, ქვეყანა ომში გახვიოს.
გოგინაშვილმა "პირველების" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ის, რომ "ქართული ოცნებიდან" ამბოხით წასულები დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან, ოპოზიციას არ სჯერა. მათი თქმით, ეს ყველაფერი მმართველი პარტიის პროექტია, რომლის მიზანიც დასავლეთის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წამოწყებაა.
არ მეგულება საქართველოში არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი, ვისაც შეიძლება სჯეროდეს ჯერ პარლამენტარების ე.წ. სამეულის ამბოხის და მერე გაგრძელება საკრებულოების წარმომადგენლებისა. ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში, რომელიც ღიად უტევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ისინი, პრაქტიკულად, ალტ-ინფოს ჩამნაცვლებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდებიან, - ამბობს "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.
"ქართული ოცნების" ანტიდასავლური კამპანიის ფრონტი უკვე ხუთ რეგიონში გაიხსნა, თუმცა სავარაუდოდ, ამას კიდევ ერაერთი რეგიონი დაემატება.