სპეცოპერაცია ქართველი "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ პოლონეთში - დაკავებულია 4 პირი, "ლავას ოღლიმ" გაქცევა შეძლო

12.07.22 11:07
სპეცოპერაცია ქართველი "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ პოლონეთში - დაკავებულია 4 პირი, "ლავას ოღლიმ" გაქცევა შეძლო

მასშტაბური სპეცოპერაცია ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ - პოლონელი სამართალდამცავები მინდია გორაძეს, იგივე "ლავას ოღლის" ევროპის  თითქმის ყველა ქვეყანაში ეძებენ. 

2 დღის წინ ვარშავაში ე.წ. ქურდული "სხდოკა" მას შემდეგ ჩაიშალა, რაც პოლონეთის დედაქალაქში ქართველი კრიმინალური ბანდის შეკრება პოლიციის სამიზნე გახდა.

ირკვევა, რომ გარჩევაში, რომლიც "ლავას ოღლიმ" დაგეგმა, 35 ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" მონაწილეობდა.

მინდია გორაძემ გაქცევა შეძლო. პოლიციამ კი 4 ქართველი დააკავა, მათ შორის ორი  საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილია.

ირკვევა, რომ ე.წ. ქურდულ გარჩევა "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შორის გავლენების გადანაწილების გამო იგეგმებოდა. გარჩევის მიზეზი მინდია გორაძესა და ავთანდილ ტუღუშს (სამტრედსკის) წლების წინ დაწყებული დავა იყო, თუმცა ე.წ. ქურდული სხოდკა ოთხი პირის დაკავებით დასრულდა. 

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან თვალჭრელიძე, მამუკა კვიჟინაძე. ორივე მათგანი წითელი ცირკულარით იძებნება. დაკავებულები არიან ასევე ალექსანდრე პავლიაშვილი და რამაზ ჯინჭარაძე