"თუ უნდა მომკლან აქ..." - მუქარის მიუხედავად, გორში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს

12.07.22 11:48
"თუ უნდა მომკლან აქ..." - მუქარის მიუხედავად, გორში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს

ხმაური და დაპირისპირება გორში - გარემოვაჭრეები  მერიის მოთხოვნას არ ემორჩილებიან. ათობით თვითდასქმებული დილიდან ისევ გორის ცენტრალურ ქუჩაზე დგას.  

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. 

ქალაქის მერია კი მათ სოლიდური ჯარიბეით ემუქრება. ადგილზე ამ წუთებში პოლიციიაა მობილიზიებული.

„უნდა გავშალო და ვივაჭრო, არ მაქვს ნორმალური ცხვორება. არ მინდა ასეთ ცხოვრებაში ყოფნა. აიღე და წიღე ზემოთ ბაზარშიო, მე ზემოთ სიარულის ტავი არ მაქვს. კალიასკით გამოვდივარ  და უნდა ვივაჭრო, მე მეტი გასაქანი არ მაქვს. თუ უნდა მომკლან აქ“. - ამბობს გარემოვაჭრე.

გარემოვაჭრეები უარს აცხადებენ ბაზარში გადასვლაზე, რადგან ამბობენ, რომ ბაზრის მეპატრონეს არ გაამდიდრებენ.

„დამაჯარიმონ, სამსახურში დამასაქმონ და ხელფასიდან გადაიხადონ ის ჯარიმა. არ გადავალ ზემოთ ბაზარში, რატო წავიდე,  ბაზრის მეპატრონე გავამდიდრო? გუშინ 200 მქონდა წნევა, სასწრაფო დამჭირდა“ - ამბობს გარემოვაჭრე.

გორის მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სამუშაო ადგილებს სთავაზობენ. მისი თქმით, გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული.

გარემოვაჭრეების დახლები მერიამ 9 ივლისს, ღამის საათებში დაშალა. ისინი გორის მერთან შეხვედრას ითხოვენ.