მოპარულია 90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა - საბერძნეთში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გაქურდეს

12.07.22 13:08
მოპარულია 90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა - საბერძნეთში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გაქურდეს

წაღებულია ფული და  90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასი ნივთები - საბერძნეთში ბიძინა ივანიშვილის ,,თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელი  გაქურდეს.

გიორგი ბაჩიაშვილის ძვირადღირებულ ვილაში მძარცველებმა იმ დროს შეაღწიეს, როდესაც ბიზნესმენი სასეირონდ იყო გასული. დაზარალებული ახლა ბერძნული გამოძიების დასრულებასა  და თავდამსხმელების  დაკავებას ელოდება.

ძარცვის ფაქტი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მოხდა.

,,ტვ პირველი" თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა გიორგი ბაჩიაშვილმა მისი გაქურდვის ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.