ინფლაცია რესტორნებსაც შეეხო - პროდუქტებზე ფასის რეკორდული ზრდის გამო კვების ობიექტებს დახურვა ემუქრებათ
რესტორნები გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგნენ. მიზეზი კვების მომსახურების სფეროში ფასების ყოველდღიური, რეკორდული ზრდაა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში პროდეუქტებზე ფასებმა 20 პროცენტით მოიმატა.
რესტორატორები ამბობენ, რომ პროდუქტის პიკური გაძვირებისა და ინფლაციის გამო ბიზნესის გაკოტრების პირასაა მისული. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
ერთი ტომარა ფქვილი 47 ლარიდან 120 ლარზე ავიდა. ანუ 155%-ით არის მომატებული ფასი. იგივე ეხება შაქარს, ზეთს. რა საკვირველია, ეს ზრდას გამოიწვევს. იმას კი არ უნდა იძახდეს მარეგულირებელი ორგანიზაცია, მსოფლიოშია ასეთი სიტუაცია და ხელებს შლიდეს, ამას უნდა ყოველდღიური მუშაობა, რომ სიტუაცია დაარეგულიროს.
კარტელური შეთანხმებები სახეზეა. პირდაპირ ვიცით, რომ მთავარი მოთამაშეები შეთანხმებული არიან და ფასებს არ წქვენ ქვევით - ამბობს ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი.
რესტორნის მეპატრონეები პროგნოზირებენ, რომ კვების ობიექტებში ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.