დაპირისპირება გორში - გარემოვაჭრეები სამართლამცველებს მუქარასა და შანტაჟში ადანაშუალებენ

12.07.22 13:19
დაპირისპირება გორში - გარემოვაჭრეები სამართლამცველებს მუქარასა და შანტაჟში ადანაშუალებენ

ხმაური და დაპირისპირება გორში - გარემოვაჭრეები სამართლამცველებს იძულებაში, მუქარასა და შანტაჟში ადანაშუალებენ.

თვითდასაქმებულების თქმით, პოლიცია მათ დაკავებით ემუქრება.

მოდიან და მემტერებიან, აი ნახე რას გიზამ. დაგაკავებო, წაგიყვან და სასამართლოში მიგიყვანო. პარკი ჩამომიგლიჯეს, ვიჭერდი, რომ არ წაეღო. ხალხო დაგვიცავით, დადგეს ხალხი აქ, წავიდნენ პოლიცილები აქედან, დაგვანებობ თავი“. - ამბობს გარემოვაჭრე.

გარემოვაჭრეები მოითხოვენ, რომ მერიამ, მათ, ოჯახის რჩენისა და ბანკის ვალების გადახდის საშუალება მისცეს.

დაგვანებობ თავი, რომ ლუკმა-პური ვიშვოთ და ბანკის ვალები გადავიხადოთ, მეტს არაფერს ვითხოვთ. ნუთუ არ შეიძლება შენს ხალხს მიხედო? შენ არ ეხმარები, გამიშვი რა. ქალაქის მერი რომ ხარ, ხო შეიძლება შეხვდე ხალხს და ელაპარაკო“. - თქვა გარემოვაჭრემ „პირველებთან“.

ოპოზიცია გორის მერს გარემოვაჭრეებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს.

მივმართავ გორის მუნიციპალიტეტის მერს, მოვიდეს და შეხვდეს ამ ადამიანებს და დაელაპარაკოს. მნიშვნელოვანია, რომ დროებით, ამ ადამიანებს მიეცეთ ვაჭრობის უფლება“. - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.

ოპოზიცია ასევე პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ და თავხედურ საქციელზე საუბრობს.

აქ ვხედავთ ჩენ პოლიცილებს, რომლებიც იქცევიან თავხედურად და ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვნახეთ მერიისგან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან, მათ შორის სამართალდამცავი პირების მხრიდან, არის აბსოლუტურად არაადამიანური“.- თქვა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

გარემოვაჭრეები გორის მერიის მოთხოვნას არ ემორჩილებიან. ათობით მოვაჭრე  დილიდან ისევ გორის ცენტრალურ ქუჩაზე დგას. ქალაქის მერია კი მათ სოლიდური ჯარიმებით ემუქრება. ახლა კი უკვე, მერიის გარდა, მათზე ზეწოლა პოლიციამაც დაიწყო.

გარემოვაჭრეების დახლები მერიამ 9 ივლისს, ღამის საათებში დაშალა.