20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, გარდაიცვალა

12.07.22 14:33
20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, გარდაიცვალა

ბათუმში, მშენებელობაზე დაშავებული 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მამაკაცს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი იმ დროს დაეცა, როდესაც სახლიდან სამსახურში მიდიოდა.

დაშავებული რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა  მისი გადარჩენა საბოლოოდ  ვერ შეძლეს.

კომპანია კი, რომელიც ადგილზე სამშენებლო სამუშაობს აწარმოებს, პასუხიმგებლობას იხსნის და ამტკიცებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.