თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ძლიერი ხანძარია
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ძლიერი ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სპეციალისტებმა მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.
ფოტო: "ჯემნიუსი"