რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია - ოკუპანტი ირწმუნება, რომ უკრაინაში 170 ქართველი გაანადგურა
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საინფორმაციო ომი წამოიწყო. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინაში რუსულმა არმიამ საქართველოს 170 მოქალაქე გაანდგურა, აქედან 50 სამხედრო ბოლო სამი კვირის განმავლობაში.
ბოლო სამი კვირის მონაცემებით რუსეთი შეიარაღებული ძალების და დადონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მილიციელების მიერ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში შეტევითი ბრძოლებისას ლიკვიდირებული უცხოელი დაქირავებული მებრძოლების რაოდენობით პირველ ადგილზე პოლონელები არიან. 166 მებრძოლია დაღუპული. განადგურებულია 50 მებრძოლი საქართველოდან, - განაცხადა თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
საქართველოს მოქალაქეების ლიკვიდაციის შესახებ ყალბი მონაცემები პუტინის მთავრობამ ზუსტად იმ დროს გაავრცელა, როდესც საომრად წასული მოხალისეების ნაწილი თბილისში ბრუნდება.
ქართველი მებრძოლის, მამუკა მამულაშვილის თქმით, ქართველი მოხალისეები უკრაინაში წარმატებით იბრძვიან, სწორედ ამიტომ რუსეთი მათ დისკრედიტაციას სულ უფრო ინტენსიურად ცდილობს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხური დანაყოფი უკრაინული არმიის შემადგენლობაში და ასრულებს სპეცოპერაციებს, ასრულებს საკმაოდ წარმატებულად და აქედან გამომდინარე, რუსული მედიასაშუალებები ცდილობენ დისკრედიტაციას ამ 8 წლის მანძილზე და ახლა ძალიან ინტენსიურად ცდილობენ წარმოაჩინონ ის, რომ ქართველი მებრძოლები გაანადგურეს. ეს არის სრული რუსული დეზინფორმაცია. რა თქმა უნდა, არის ქართველებშიც მსხვერპლი, გარდაიცვლა არამდენიმე ადამიანი ამ ბოლოხ ნის მანძილზე. ესენი არ იყვნენ ქართული ლეგიონის წარმომადგენელები, ჩვენი მოხალისეები, რომლებიც მოხვდნენ სხვადასხვა უკრაინულ დანაყოფებში, - ამბობს უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.
ქართული ლეგიონის მეთაურებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან.