ბიძინამ რაც გააკეთა... - პრემიერის შემდეგ ივანიშვილს მეუფე იაკობიც იცავს
ანტიდასვლურ კამპანიაში საპატრიარქოც ჩაერთო. სტატეგიული პარტნიორები ამბიონიდან დღეს მეუფე იაკობმა გალანძღა. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ქადაგებისას ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროპარლამენტარები გააკრიტიკა და მათ სამარცხვინო უწოდა.
მეუფე იაკობის თქმით, ევროპა საქართველოს უსამართლოდ მოექცა და "გალერს და ყველას, ჩვენთვის ბოდიში აქვს მოსახდელი".
ეპისკოპოსს არც ივანიშვილის ღვაწლი დავიწყებია და პრემიერის შემდეგ, მანაც დაიცვა ყოფილი პრემიერმინისტრი.
სოროსი ავიღოთ. სორისი ხომ აფინანსებდა მაქარაშვილის... სოროსს ვინ ეკითხება, ამერიკელი მილიარდერია და ჩემს ქვეყანაში ვინ ეკითხება? მე ამერიკელმა მითხრა დეოლიგარქიზაციაზე. ეს არის ეკონომიკური მდგენელი, და არ არის კონკრეტულ პირებზე მიმართული.
ეს უტვინო ოპოზიცია, ვინც მაგას იძახის, ბაზარში არ უნდა დააყენო. საქართველოსთვის რა გაუკეთებია? მე არ ვეთანხმები. ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენმა ტელევიზიამ, ან მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. შემდეგ მელაპარაკეთ. ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო, ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.