თამარ მეფის გამზირზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

12.07.22 16:11
თამარ მეფის გამზირზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, განადგურებულია 1000 კვადრატული მეტრი. 

ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მე-2, მე-3 სართულებსა და სხვენს ეკიდა. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. 

ხანძრისას შენიბიდან გადმოხტომის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.