მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტს გამართავს - ჰონორარი უკრაინიდან დევნილებს მოხმარდება

12.07.22 19:39
მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტს გამართავს - ჰონორარი  უკრაინიდან დევნილებს მოხმარდება

15 ოქტომბერს თბილისში  რუსი შოუმენის,  მაქსიმ გალკინის, კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას საიტი Biletebi.ge სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად მსოფლიო ტურის ფარგლებში თბილისს ეწვევა ცნობილი შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი!

15 ოქტომბერი, 19:00 თბილისის სპორტის სასახლე.- ნათქვამია საიტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საიტის ინფორმაციით, გალკინის კონცერტზე ბილეთების ყიდვა 25 ივლისიდან იქნება შესაძლებელი, შემოსული თანხა კი უკრაინიდან ლტოლვილებს მოხმარდება.

მაქსიმ გალკინმა, რომელიც კრემლის პოლიტიკას ბოლო დროს აკრიტიკებს,  რუსეთის მეუღლესთან, ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად უკრაინიაში ომის დაწყებისთანავე დატოვა.