"პირველების" ინფორმაციით, თურქეთში ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტს", გოგი ჯანელიძეს, სასტიკად გაუსწორდნენ

12.07.22 20:24
"პირველების" ინფორმაციით, თურქეთში ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტს", გოგი ჯანელიძეს, სასტიკად გაუსწორდნენ

ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის ნამდვილი ,,ბრძოლა წესების გარეშე" დაიწყო. ,,პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ, თურქეთში თავს დაესხნენ ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტს", გოგი ჯანელიძეს. 

49 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში მეგობართან, ასევე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას 2 ნიღბიანი პირი დაესხა თავს. 

გოგი ჯანელიძე კასტეტებით სცემეს, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.