ზეწოლა და შანტაჟი კლინიკებზე - საავადმყოფოებმა ფინანსური გადაცდომები აღიარეს და სამინისტროს ფული უკან დაუბრუნეს
ზეწოლა და შანტაჟი სამედიცინო კლინიკებზე - საავადმყოფოებმა კოვიდპანდემიის დროს დაშვებული ფინანსური გადაცდომები ,,აღიარეს" და ჯანდაცვის სამინისტროს ფული უკან დაუბრუნეს.
ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკებიდან კოვიდპანდემიის დროს გადარიცხული ფულის ამოღება დაიწყო. ,,პირველების" ინფორმაცით, ახალი მინისტრი ერთი-მეორეს მიყოლებით მილიონიან ჯარიმებს უწერს საავადმყოფოებს, მათ პანდემიის დროს დიდი ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს და თანხას უკან ითხოვს.
,,პირველების" ხელში აღმოჩნდა კლინიკების მიერ აზარაშვილის უწყებისთვის გაგზავნილი აღიარებითი დოკუმენტი, საიდანაც ვიგებთ, რომ რამდენიმე ჰოსპიტალმა ერთდროულად მიაგნო ფინანსურ გადაცდომებს და სამინისტროს გაფლანგული თანხა უკან გადაურიცხა. ეს ყველაფერი კი ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ჯანდაცვის მინსიტრმა კლინიკებში აუდიტორების შეშვება დაანონსა.
კლინიკების ნაწილი კი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ფიქრობს, რომ სანქციები გამოგონილია. მინისტრის მიზანი კი კოვიდის დროს კლინიკებისთვის გაცემული კოვიდდანამატების უკან დაბრუნებაა. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი, რომელიც მილიონ ნახევარაზე მეტი ლარით ჯარიმდება, სამინისტროს წიანაღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში იწყებს.
,,პირველების" ინფორმაციით, საჯარიმო თანხა - 950 ათასი ლარი - უკვე გაასაჩივრა ტრავმატოლოგიურმა კლინიკამ. სამინისტროსგან მიღებული დასკვნის გასაჩივრებას აპირებს გერმანული ჰოსპიტალიც, რომელსაც ჯანდაცვის უწყება მილიონ 240 ათასი ლარის გადაცდომას ედავება.