აფრიკაში დასახლებაში ხალხს სახლები დაუნგრიეს
სპეცოპერაცია სახლების დასანგრევად - დილის 4 საათზე თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში ხალხს სახლები დაუნგრია. დანგრეულია სულ 6 სახლი.
რადგან სახლების უმეტესობა დაუსრულებელია, ადგილზე მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვებით ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. ამ წუთებში ადგილობრივები ნანგრევებში დარჩენილ ნივთებს აგროვებენ და დახმარებას ითხოვენ.
პოლიციელები და მერიის თანამშრომლები იდგნენ და იცინოდნენ... არავის გაუფრთხილებივარ, ისე დამინგრიეს სახლი. 5 შვილის მაამ ვარ, ცოლი მკავს სიმსივნიანი"- აცხადებენ ადგილობრივები.
იმ სახლების მფლობელებს კი რომლის დემონტაჟი ჯერ არ მომხდარა, მერია რამდენიმე დღიან ვადას აძლევს.