ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 349 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 349 ბავშვი დაიღუპა, 652-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
ირკვევა, რომ ყველაზე მეტი 352 ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა. ხარკოვში - 190, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუჰანსკში - 61, მიკოლაევში - 53, ხერსონში - 52, ზაპოროჟიეში - 31
მონაცემები საბოლოო არაა.