მო....ავ გამზრდელს, მაგას შევჭამ ბ... ვიყო - ჩანაწერი "ქურდული გარჩევის" საქმინდან

13.07.22 11:05
მო....ავ გამზრდელს, მაგას შევჭამ ბ... ვიყო - ჩანაწერი "ქურდული გარჩევის" საქმინდან

ქურდული გარჩევა ოქროსა და ძვირფასი ნივთების გამო - კრიმინალური ბანდის 7 წევრი დაკავებულია ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

"პირველების" ინფორმაციით,  "ლავას ოღლის" დაჯგუფება განეიტრალებულია. მინდია გორაძის ახლო გარემოცვის წევრები პოლიციამ თბილისში, აჭარასა და რუსთავში  აიყვანა. 

შეიარაღებული დაჯგუფების  წევრები მაშინ დააკავეს, როდესაც დიდი ოდენობით ოქროს მონეტების და ძვირფასი ნაკეთობების გამო დაწყებულ კონფლიქტს "ქურდული კანონებით" აგვარებდნენ. 

საქმის გარჩევაში კი  "ლავას ოღლის " გარდა, კიდევ ორი "კანონიერი ქურდი" - ჯეირან კინწუირაშვილი და ზვიად პაპიაშვილიც მონაწილეობდნენ. 

საქმეში დევს ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ე.წ. გარჩევის მომენტია ასახული.